რუსეთი შეეცდება მთლიანად აიღოს დონბასი და შექმნან სახმელეთო საზღვარი ოკუპირებულ ყირიმთან - იენს სტონტელბერგი

05 აპრილი 2022, 17:02 1480 ნახვა

ყველამ ვიხილეთ მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეების ფოტოები ბუჩასა და სხვა ადგილებში, რომელსაც რუსული შეიარაღებული ძალები აკონტროლებდნენ ბოლო დღეებამდე. ეს აუტანელი სისასტიკეა, რომლის მომსწრეც ევროპა მრავალი ათწლეულის განმავლობაში არ გამხდარა, – ამის შესახებ  ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სტოლტენბერგის თქმით, მშვიდობიანი მოქალაქეების სამიზნედ ამოღება და მკვლელობა სამხედრო დანაშაულია.

მისი თქმით, მომდევნო კვირებში მოსალოდნელია რუსეთის შემდგომი იერიში უკრაინის აღმოსავლეთით და სამხრეთით.

„მომდევნო კვირებში ჩვენ ველით, რუსეთის შემდგომ იერიშს უკრაინის აღმოსავლეთით და სამხრეთით. შეეცდებიან, მთლიანად აიღონ დონბასი და შექმნან სახმელეთო საზღვარი ოკუპირებულ ყირიმთან. ეს არის ომის გადამწყვეტი ფაზა და რამდენადაც უკრაინა ამ ახალი იერიშის წინაშეა, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ, თუ რას გავაკეთებთ კიდევ და მოკავშირეებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, უზრუნველყონ მეტი მხარდაჭერა უკრაინისთვის, მათ შორის, ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები და სხვა აღჭურვილობა. მოკავშირეებმა ასევე გაზარდეს ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარება. ნატო ასევე მიისწრაფის უკრაინის კიბერუსაფრთხოების დახმარების უზრუნველყოფისკენ და აღჭურვილობის უზრუნველსაყოფად, ქიმიური და ბიოლოგიური საფრთხის წინააღმდეგ დასაცავად“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი