ახალი საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი დღე

04 აპრილი 2022, 17:42 583 ნახვა

საქართველოს  საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა პირველი სამუშაო დღე მინისტრის მოადგილეებთან შეხვედრით დაიწყო.

როგორც შეხვედრაზე  აღინიშნა,  სამინისტროს გუნდის საქმიანობა კვლავაც საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესრულებაზე იქნება ორიენტირებული.

მათ შორის გაგრძელდება მუშაობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დეოკუპაციის,  საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობის, სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის გაღრმავების, ვაჭრობისა და ინვესტიციების წახალისების და ქართული დიასპორის გაძლიერების მიმართულებით. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი