4 აპრილის დილის მდგომარეობით, რუსეთის შეიარაღებული აგრესიის შედეგად უკრაინაში 425-ზე მეტი ბავშვი დაზარალდა: დაიღუპა 161, დაშავდა - 264. ინფორმაციას უკრაინის პროკურატურა ავრცელებს.
მათივე განმარტებით, ეს ცნობები არ არის სრული, რადგან ვერ ხერხდება დაბომბვის ადგილების შემოწმება აქტიური საომარი მოქმედებების ზონებში და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
უწყების ცნობით, დაბომბვის შედეგად დაზიანდა 869 სასწავლო დაწესებულება. მათგან 83 მთლიანად განადგურდა.