ისრაელში ტუროპერატორებს აჭარის შესახებ პრეზენტაცია ჩაუტარდათ

02 აპრილი 2022, 21:33 1243 ნახვა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ისრაელში ტურისტული და სარეკლამო კომპანიებისთვის პრეზენტაცია გამართეს. პრეზენტაციაზე უწყების ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ რეგიონის მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებზე, სერვისებსა და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.

გარდა პრეზენტაციისა, დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საქმიანი შეხვედრები ჩაატარეს მედიაპლატფორმების, ტელევიზიების წარმომადგენლებთან და ბლოგერებთან, რომლებთან თანამშრომლობითაც აჭარის შესახებ რეპორტაჟების, ბლოგებისა და სტატიების მომზადება იგეგმება.

ცნობისთვის, ისრაელი აჭარისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია, საიდანაც რეგიონში რეგულარული ფრენებისა და ვიზიტორების რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია.

ნონა კირკიტაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი