საარჩევნო უბნები დაიხურა

02 აპრილი 2022, 20:02 1218 ნახვა

ზუსტად  20  საათია, რაც იმას ნიშნავს, რომ  საარჩევნო უბნები დაიხურა, შესაბამისად შეწყდა ხმის მიცემა. სულ ცოტა ხანში ცესკო ბრიფინგს გამართავს და საბოლოო შედეგებს გამოაცხადებს. გავიგებთ ბათუმის მე-4 მაჟრიტარულ ოლქში, ასევე რუსთავსა და გარდაბნის ოლქში რომელი პარტიის წარმომადგენლებმა გაიმარჯვეს.

შუალედურ არჩევნებზე ბათუმში ერთ მანდატზე მიმდინარეობდა ბრძოლა. სწორედ  ეს ერთი ადგილი გადაწყვეტს ბათუმის საკრებულოს დაკომპლექტების ბედს, ანუ  რომელ პოლიტიკურ ძალას ექნება უმრავლესობა ბათუმის საკრებულოში.

აღნიშნული შუალედური არჩევნები მნიშვნელოვანია იმითაც, რომ  პირველად ბათუმში საპილოტე რეჟიმში ელექტრონული ტექნოლოგიები გამოიყენეს, რითაც ხმის დათვლის პროცესი მარტივდება და წესით რამდენიმე წუთში შედეგები უნდა გახდეს ცნობილი.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში