ორ საათში ქვეყანაში შუალედური არჩევნები მტავრდება - ზუსტად 20:00 საათზე საარჩევნო უბნები დაიხურება და შედეგები გახდება ცნობილი. მანამდე კი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ბრიფინგი იწყება, რომელსაც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში გთავაზობთ.
ირკვევა, რომ არჩევნებზე ამ დროისთვის საერთო ჯამში ამომრჩეველთა 25% მივიდა. კონკრეტულად ბათუმში - 40%.
რაც შეეხება საჩივრებს, ბათუმში დაიწერა 5 საჩივარი, რუსთავსა და გარდაბანში კი საჩივარი ჯერ არ დაწერილა.