ევროინტეგრაციის კომისიამ და საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირის წევრობის განცხადებასთან დაკავშირებით საკითხები განიხილეს. საქართველო ევროკავშირის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა. ასოცირებით გათვალისწინებული დღის წესრიგი წარმატებით ხორციელდება., გადაწყდა, რომ კომისიის ფარგლებში სამუშაოა ჯგუფები შეიქმნა, რომლებიც ევროკავშირიდან მიღებული კითხვარების აღსრულების კუთხით იმუშავებენ. პროცესში აქტიურად ჩაერთვება პარლამენტი. პრემიერმა ყველა უწყებას მისცა დავალება, მოკლე ვადებში და ეფექტიანად გადაიდგას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საჭირო ნაბიჯები. დამტკიცდა ევროკავშირში ინტეგრაციის სამოქმედო გეგმა.