პოლონეთი მზადაა გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი - ამის შესახებ პოლონეთის ვიცე-პრემიერმა იაროსლავ კაჩინსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, თუ სერიოზულ გარანტიებზე იქნება საუბარი, რომელზეც შეერთებული შტატები და ევროპის სახელმწიფოებიც ჩაერთვებიან, ოფიციალური ვარშავა წინადადებაზე უარს არ იტყვის.