საიას სარჩელი

31 მარტი 2022, 19:22 1021 ნახვა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საკონსტიტუციო სასამართლოში  იმ ნორმებს ასაჩივრებს, რომელთა მიხედვითაც უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში აკადემიური პერსონალისთვის საპენსიო ასაკია დადგენილია.არსებული ნორმების მიხედვით, საპენსიო ასაკი 65 წელს მიღწეული აკადემიური პერსონალია, რომელთა მაღალთანამდებობაზე დანიშვნაც უნივერისტეტის გადაწყვეტილებით ხდება. საია სარჩელში განმარტავს , რომ არსებული ნორმები დისკრიმინაციულია, რადგან  არა არსებობს ახსნა, რატომ შეიძლება შეეზღუდოთ საპენსიო ასაკს მიღწეულ პირებს თანამდებობის დაკავება. მოსარჩელე მხარე ასევე მიუთითებს, რომ არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც განმარტებულია, რომ  ისეთი თანამდებობისთვის რომელიც მოითხოვს გონებრივ აქტივობას და არ არის დაკავშირებული ფიზიკური მოვალეობების შესრულებასთან, ასაკის მატება ინდივიდს არ ართმევს შესაძლებლობას განახორციელოს მასზე დაკისრებული მოვალეობები.  აქედან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს რომ  65 წელს მიღწეული პირებისთვის აკადემიური თანამდებობის დაკავების აკრძალვა წარმოდგენს არარაციონალურ წესს და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი