ბრიუსელში შეხვედრებს მართავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილი დღეს ბელგიის პარლამენტში იმყოფებოდა. გაიმართა შეხვედრა წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტთან და სენატის სპიკერთან. მხარეებმა საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ ისაუბრეს. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა რუსული აგრესია უკრაინაში და უკრაინის მიმართ სოლიდარობისა და მხარდაჭერის მნიშვნელობა იყო. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში ლევან იოსელიანი, მაკა ბოჭორიშვილი და ლევან ქარუმიძე შედიან.