ოკუპაციის პირობებში არანაირ რეფერენდუმს არ ექნება იურიდიული ძალა - საგარეო საქმეთა მინისტრი

31 მარტი 2022, 15:03 671 ნახვა

ოკუპაციის პირობებში არანაირ რეფერენდუმს არ ექნება იურიდიული ძალა - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

„არის მცდელობა, ის მძიმე შედეგები, რომლებიც ვიხილეთ 2008 წელს კვლავ იყოს გამეორებული და საქართველო კვლავ იყოს ჩართული პროვოკაციებში, ჩვენ ამას არ დავუშვებთ, რადგან თანმიმდევრული ვართ ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის“, – ამის შესახებ დავით ზალკალიანმა დანიელ კოლეგასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დანიელ კოლეგასთან შეხვედრისას ისაუბრეს არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, რომლებიც მიმდინარეობს ოკუპირებული ტერიტორიებიდან. დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი გეგმავს ეწვიოს საოკუპაციო ხაზს.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში