უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე რამდენიმე ქვეყანა დათანხმდა - არახამია

31 მარტი 2022, 10:55 812 ნახვა

უკრაინული   დელეგაციის ხელმძღვანელი დავით არახამია ამბობს, რომ ერთი ქვეყანა გარანტირებულად დაეთანხმა  უკრაინისთვის  უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიების შესახებ შეთანხმების პირობებს,  კიდევ რამდენიმე ქვეყნისგან  წინასწარი თანხმობა მიიღეს.

არახამიას თქმით, ზოგიერთმა გარანტორმა ქვეყანამ განაცხადა, რომ უკრაინამ მოიფიქრა ნატოს საკუთარი ვერსია -ეგრეთწოდებული  „უკრაინული ნატო“ და მსოფლიოსა და ევროპაში ყველაზე ძლიერი არმიები აირჩია. 

აცხადებს, რომ  ჯერჯერობით უცნობია  დათანხმდება თუ არა ყველა ქვეყანა უკრაინის შეთავაზებას. გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა უკრაინის პრეზიდენტს უთხრა, რომ გერმანია მზად არის უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი გახდეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში