წალენჯიხის საკრებულოს წევრ გელა აბულაძის და მისი ახლობლების მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს, თბილისის საქალაქო სასამართლო. პროკურატურა აღკვეთი ღონისძიების სახით გელა აბულაძისა და და ანზორ ფიფიას მიმართ პატიმრობას ითხოვს, ხოლო დანარჩენი ცხრის მიმართ 10 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას. ადვოკატების განცხადებით, საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს და მათ დაკავებას პოლიტიკურ შურისძიებად აფასებენ. ბრალდებულებს თავდებში პარტია საქართველოსთვის დეპუტატები უდგებიან. ცნობისთის , სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულებმა თაღლითურად საკუთრებაში დაირეგისტრირეს 406 მილიონ 250 ლარის ღირებულების 100 ათას კვადრატულ მეტრზე მეტი მიწის ფართობი.