შეხვედრა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან

30 მარტი 2022, 14:42 575 ნახვა

პრემიერ-მინისტრი ეუთო მოქმედ თავმჯდომარეს, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს  შეხვდა. მხარეებმა უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო სოლიდარობას უცხადებს უკრაინას, ეხმარება ქვეყანას ჰუმანიტარულად და მხარს უჭერს პოლიტიკურად, აგრეთვე ყველა საერთაშორისო ფორმატში. 

საუბრისას ყურადღება გამახვილდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ეფექტური თანათავმჯდომარეობის მნიშვნელობაზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში