დონეცკის რეგიონი კვლავ მძიმე დაბომბვების ქვეშაა - Sky News

30 მარტი 2022, 12:55 652 ნახვა

დონეცკის რეგიონი კვლავ მძიმე დაბომბვების ქვეშაა - ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, განსაკუთრებით რთული ვითარებაა უკრაინის ტერიტორიის გამყოფი ხაზის გასწვრივ და ასევე სეპარატისტების მიერ დაკავებული ადგილებში. 

დონეცკის ოლქის გუბერნატორმა პავლო კირილენკომ სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა, რომ რეგიონში რუსული ძალების კონცენტრირება ხდება.

როგორც Sky News-ი იუწყება, ამბობენ, რომ კიევში, რუსული ძალები უკან იხევენ, რადგან კრემლი ცდილობს, კონფლიქტის ფოკუსირება, სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე მოახდინოს, როგორიცაა დონეცკი და ლუგანსკი. ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრამდე დამოუკიდებლად აღიარა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში