აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ამერიკა და მოკავშირეები დააკვირდებიან, რეალურად წავა თუ არა რუსეთი დეესკალაციისკენ.
"ამავდროულად, ჩვენ გავაგრძელებთ ძლიერი სანქციების შენარჩუნებას. გავაგრძელებთ უკრაინის სამხედრო დახმარებას, რათა მათ თავის დაცვა შეძლონ და ასევე, ყურადღებით დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას“, - განაცხადა ბაიდენმა.
ბაიდენის თქმით, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის და დიდი ბრიტანეთის პირველ პირებთან სატელეფონო საუბრის დროს ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთზე ზეწოლა გაგრძელდება.