სააკაშვილის მოწოდება ხელისუფლების რევოლუციის გზით ცვლილებისკენ

29 მარტი 2022, 20:31 880 ნახვა

შეფასებებისა და განხილვის თემაა, მიხეილ სააკაშვილის მოწოდება ოპოზიციას რევოლუციაზე. მსჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა მხარდამჭერებს მთავრობის ჩამოგდება, მასობრივი აქციები და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნა დაავალა. მიხეილ სააკაშვილმა,  ოპოზიციურ პარტიებს „პარლამენტარობანას თამაშის“ დასრულებისკენ და ქუჩისკენ მოუწოდა. ოპოზიცია კი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადებები მათთვის პრიორიტეტი არ არის და საკუთარი სამოქმედო გეგმა აქვთ. სახელისუფლებო პარტია კი მიიჩნევს, რომ ექსპრეზიდენტმა ინტერესი დაკარგა და მისი განცხადებების პასუხს აღარ აპირებენ.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი