შსს თბილისში აქციის მონაწილეებს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებს

27 მარტი 2022, 18:09 1015 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, საპროტესტო აქციის ფარგლებში, აქციის მონაწილეებმა სხვადასხვა ადგილას სატრანსპორტო კვანძის დაკეტვა მოახდინეს, რაც დედაქალაქში სატრანსპორტო კოლაფსს იწვევს. საგამოძიებო უწყება აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მართლწესრიგის დაცვისკენ, სატრანსპორტო მოძრაობის გახსნისკენ და პოლიციის კანონიერ მოთხოვნებზე დამორჩილებისკენ მოუწოდებს.

შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე საათია თბილისში მოქალაქეები საწვავის გაძვირებას აპროტესტებენ.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში