სკოლები უკრაინის დასახმარებლად

25 მარტი 2022, 19:49 1225 ნახვა

უკრაინელებისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება გრძელდება. სოლიდარობის აქციას სკოლები უერთდებიან, სასწავლო დაწესებულებებში მოსწავლეებსა და მასწავლებლებს  სურსათი, პირველადი ჰიგიენური საჭიროების საშუალებები   და ტანსაცმელი მიაქვთ. სკოლებიდან და სხვადასხვა ორგანიზაციებიდან ტვირთი ახალგაზრდობის ცენტრში იგზავნება, სადაც ნივთების დახარისხება  ხდება,  შემდეგ კი  უკრაინაში იგზავნება. ჰუმანიტარული დახმარება ბათუმში კიდევ რამდენიმე მისამართზე გროვდება. მათ შორის დემეტრე თავდადებულის 47 ნომერში, გორგასალის 54, ფარნავაზ მეფის 46 ნომერში, ასევე  ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი