ევროპული საბჭოს სამიტი და დასკვნა

25 მარტი 2022, 10:56 668 ნახვა

უკრაინაში რუსეთის აგრესიის შესახებ სამიტთან დაკავშირებით ევროპულმა საბჭომ დასკვნა გამოაქვეყნა. საბჭო რუსეთს უკრაინაში "ომის დანაშაულების" დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

საბჭომ რუსეთსვე მოუწოდა უზრუნველყოს ომის ზონებიდან მშვიდობიანი მოქალაქეების უსაფრთხო გადაყვანა და ჰუმანიტარული დახმარების უსაფრთხო შეტანა ალყაში მოქცეულ ქალაქებში.

საბჭომ წევრ ქვეყნებსაც მიმართა გააძლიერონ ძალისხმევა უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად და დასაფინანსებლად.

გავრცელებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროკავშირი მზად არის სწრაფად აამოქმედოს შემდგომი სანქციები რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი