Western Union-ი რუსეთში მუშაობას აჩერებს

24 მარტი 2022, 13:03 961 ნახვა

გადახდის სისტემა Western Union-ი დღეიდან რუსეთში მუშაობას დროებით აჩერებს.

როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, 24 მარტამდე რუსეთიდან სხვა ქვეყნებში გაგზავნილი გაუცემელი გზავნილები მომხმარებლებისთვის სხვა ქვეყნებში ნებისმიერ დროს იქნება ხელმისაწვდომი.

რაც შეეხება რუსეთში გაგზავნილ ფულს, 2022 წლის 24 მარტამდე გაუცემელი გზავნილები გამგზავნს დაუბრუნდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი