რუსებმა შავი ზღვიდან ხარკოვის ცენტრი დაბომბეს - უკრაინული მედია

24 მარტი 2022, 12:51 916 ნახვა

რუსებმა შავი ზღვიდან დაბომბეს ხარკოვის ცენტრი. ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ხარკოვის ცენტრი წუხელ დაიბომბა რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის გემებიდან გასროლილი კალიბრის რაკეტებით"- აცხადებს ოლეგ სინეგუბოვი.

მისივე თქმით, ქალაქში ვითარება სტაბილურია.

ამ დროისთვის ქალაქი იზიუმი რეგიონში კრიტიკულ წერტილად რჩება.

24 მარტის დილით დამპყრობლებმა ცეცხლი გაუხსნეს ქალაქ ზოლოჩივს, ხოლო 23 მარტს ქალაქ ბალაქლეას.

სინეგუბოვმა განაცხადა, რომ ხელისუფლება აკონტროლებს სიტუაციას რეგიონში და ცდილობს ჰუმანიტარული დახმარების მიტანას ამ დასახლებებში, თუმცა ეს რთულია, რადგან მტერი არ იძლევა მწვანე დერეფნების გამოყენების საშუალებას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში