ნატო-ს სამშვიდობოების უკრაინაში გაგზავნა „უგუნური და „ექსტრემალურად სახიფათო“ იქნება - პესკოვი

23 მარტი 2022, 16:08 916 ნახვა

ნატო-ს სამშვიდობოების უკრაინაში გაგზავნა „უგუნური და „ექსტრემალურად სახიფათო“ იქნება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა მედიასთან განაცხადა.

„ნებისმიერმა კონტაქტმა ჩვენს სამხედროებსა და ნატო-ს სამხედროებს შორის შესაძლოა, მიგვიყვანოს საკმაოდ გასაგებ შედეგებამდე, რომლის გამოსწორებაც რთული იქნება“, – აღნიშნა პესკოვმა.

უკრაინაში სამშვიდობო მისიის განთავსების ინიციატივით, პოლონეთის ვიცე-პრემიერი იაროსლავ კაჩინსკი გამოვიდა, ცოტა ხნის წინ, პოლონეთის, სლოვენიის, ჩეხეთისა და უკრაინის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი