ევროკავშირი უკრაინას ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით კიდევ 500 მილიონ ევროს გამოუყოფს.
შეთანხმებას ამის შესახებ მშვიდობის უზრუნველყოფის ევროპული ფონდის ფარგლებში ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრებმა მიაღწიეს.
„ჩვენ გავაგრძელებთ ეკონომიკურ მხარდაჭერას და ჰუმანიტარულ დახმარებას, რუსეთის იზოლირებას და მისი სამხედრო დანაშაულებების ჩამოთვლას - წერს ჟოზეფ ბორელი.
გუშინ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროკავშირი უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკის შესაძენად ერთ მილიარდ ევრომდე ფინანსური დახმარების გაზრდას აპირებს.