მძღოლების საპროტესტო აქცია

11 მაისი 2016, 00:00 5333 ნახვა

სარფის საბაჟოზე არსებული პრობლემები ქართველმა მძღოლებმა თურქეთის საკონსულოსთან გააპროტესტეს. მათი განცხადებით, აქამდე გამართულმა აქციებმა შედეგი არ გამოიღო.  მძღოლების ინფორმაციით, თურქი მებაჟეები ქართველ მძღოლებს პრობლემებს კვლავ უქმნიან და თურქეთის ტერიტორიაზე მგზავრების გადაყვანის საშუალებას არ აძლევენ. ზოგიერთი მათგანის მტკიცებით, ხშირია შეურაცხყოფის ფაქტებიც. მძღოლების პროტესტს გამოეხმაურა გენერალური კონსული. იასინ თემიზქანმა მათ პირობა მისცა, რომ პრობლემების გადაჭრაში უშუალო მონაწილეობას მიიღებს. 

ამავე კატეგორიაში