სებ-ი საქართველოში MIR- ის ბარათების შესაძლო გამოყენების შესახებ ინფორმაციას ეხმაურება

20 მარტი 2022, 15:13 1109 ნახვა

ეროვნული ბანკი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ბათუმის ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრი, რუსეთის საგადახადო სისტემა - MIR- ის ბარათების გამოყენებით მომსახურების გაწევას გეგმავდა.

„როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სისტემა MIR-ს საქართველოში რეგისტრირებული არცერთი კომერციული ბანკი, ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერი არ ემსახურება.

მსგავსი შემთხვევების იდენტიფიცირებისას საქართველოს ეროვნული ბანკი შესაბამისი საგამოძიებო სამსახურების ინფორმირებას დაუყოვნებლივ ახდენს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი