რუსეთს ნავთობსაბადოების მომსახურების უმსხვილესი კომპანიებიც ტოვებენ

19 მარტი 2022, 17:10 983 ნახვა

კომპანიები რუსეთის ბაზრიდან გასვლას აგრძელებენ. ამჯერად რუსეთში ფუნქციონირება ნავთობსაბადოების მომსახურების კომპანია „ჰალიბარტონმა“  შეაჩერა.

„უკრაინაში განვითარებულმა საომარმა მოქმედებებმა დაგვამწუხრა. ჩვენ გვყავს თანამშრომლები, როგორც უკრაინაში, ასევე რუსეთში და კონფლიქტი გავლენას ახდენს ჩვენს თანამშრომლებზე, მათ ოჯახებსა და ახლობლებზე მთელ რეგიონში“ - თქვა აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეფ მილერმა გავრცელებულ განცხადებაში.

რამდენიმე კვირის წინ „ჰალიბარტონმა“ შეაჩერა გარკვეული ნაწილებისა და პროდუქტების მიწოდება რუსეთში.

ჰალიბარტონი  მეორე უდიდესი ნავთობსაბადოების მომსახურების კომპანიაა მსოფლიოში. რუსეთში იგი თანამშრომლობდა ნავთობისა და გაზის მთავარ კომპანიებთან - გაზპრომთან, გაზპრომ ნეფტთან, როსნეფტთან, ლუკოილთან და სხვებთან.

გარდა ამისა, ნავთობსაბადოების მომსახურების კომპანია (შლამბერგერი) აჩერებს ინვესტიციებს რუსეთში.

უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის საპასუხოდ  რუსეთში თავისი პროდუქტის მიწოდებას აჩერებს კორეული კომპანია LG-ი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი