გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ტელეფონით ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს.
რუსული მედიის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ კიევის რეჟიმი მოლაპარაკებების გაჭიანურებას ცდილობს და ახალ და არარეალურ მოთხოვნებს აყენებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ოლაფ შოლცმა პუტინს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა. თითქმის ერთსაათიანი სატელეფონო საუბრის დროს, გერმანიის კანცლერმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე.