სერგეი ლავროვის განცხადებით, უკრაინისთვის მიწოდებული ნებისმიერი იარაღის ტვირთი იქნება რუსეთის ლეგიტიმური სამიზნე.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ამბობს, რომ მოსკოვი არ დაუშვებს კიევისთვის S-300 საზენიტო-სარაკეტო სისტემების მიწოდებას სხვა ქვეყნებიდან.
"ჩვენ ახლა ვხედავთ ჩვენი დასავლელი კოლეგების მიერ გადადგმულ უპრეცედენტო ნაბიჯებს. დასავლეთი ცდილობს რუსეთის მარგინალიზებას, შეაჩეროს მისი განვითარება. მოსკოვზე ზეწოლა უპრეცედენტოა, უკრაინისთვის ნებისმიერი ტვირთი იარაღით, გახდება რუსეთის ლეგიტიმური სამიზნე. მოსკოვი არ დაუშვებს კიევისთვის S-300 საზენიტო-სარაკეტო სისტემების მიწოდებას სხვა ქვეყნებიდან.
მოსკოვს სურს, მიიღოს უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც საერთო იქნება როგორც რუსეთისთვის, ასევე უკრაინისთვის და მთელი ევროპისთვის"- აცხადებს ლავროვი.