ხარკოვში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და საცხოვრებელი კორპუსები დაბომბეს - დაიღუპა 1, დაშავდა 11 ადამიანი

18 მარტი 2022, 14:33 930 ნახვა

ხარკოვში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და საცხოვრებელი კორპუსების დაბომბვის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა, - ინფორმაციას უცხოური მედია უკრაინის საგანგებო სიტუაციის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

ავიაიერიშის შედეგად დაზიანდა ექვსსართულიანი შენობა, ორ მეზობელ კორპუსთან ერთად.

გავრცელებული ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლის ჩაქრობა შეძლეს. გრძელდება მუშაობა ნანგრევებში მყოფი ადამიანების ამოსაყვანად.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში