32 წლის კაცი დააკავეს, რომელმაც 82 წლის ნათესავი ქალი მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით ცხედარს ცეცხლი მოუკიდა. მას ბრალად ედება ანგარებით ჩადენილი განზრახ მკვლელობა.
უწყების ცნობით, დაკავებულმა მოხუცს ბასრი საგნით სხეულზე დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.
მძიმე დანაშაულის შემდეგ კი მან ბინიდან ტელევიზორი წაიღო და ლომბარდში ჩაბარებას შეეცადა, თუმცა ვერ შეძლო. იგი კვლავ შემთხვევის ადგილზე დაბრუნდა, კვალის დაფარვის მიზნით ცხედარს ცეცხლი მოუკიდა და მიიმალა.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.