თავდასხმა მედიის წარმომადგენლებზე

18 მარტი 2022, 10:54 1036 ნახვა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია „ფორმულასა“ და “მთავარი არხის” თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

გავრცელებული ინფორმაციით, ინტერვიუს ჩაწერისას, ტელეკომპანია "ფორმულას" გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ.

როგორც არხის რეპორტიორი ყვება,  რესპონდენტის ჩაწერის დროს ოპერატორები სცემეს, მას კი ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით კი, ზუგდიდში მათ გადამღებ ჯგუფს "ალტ-ინფოს“ ოფისთან  ორგანიზაციის წევრები  დაესხნენ თავს. დაზარალებულები გუშინვე დაიკითხნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი