ჯანდაცვის სამინისტროში მოქალაქემ შიმშილობა შეწყვიტა

18 მარტი 2022, 11:39 887 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს შენობაში მოშიმშილე  შადიმან ხოზრევანიძემ პროტესტის უკიდურესი ფორმა რამდენიმე წუთის წინ შეწყვიტა. მას შემდეგ რაც ის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს შეხვდა. ხოზრევანიძე ამბობს, რომ უწყება მას დაპირდა, რომ მკურნალობის კურსს თბილისში დაუფინანსებს. მან შიმშილობა გუშინ დაიწყო.  

დღის განმავლობაში სამინისტროს ფოიეში შიმშილობდა, დაახლოებით საღამოს 9 საათზე კი დაცვის თანამშრომლებმა ამის უფლება აღარ მისცეს.

პროტესტი მან სამინისტროს შენობის მიღმა განაგრძო და ღამეც გარეთ გაათენა.

''მთავართან'' საუბრისას შადიმან ხოზრევანიძე ყვება, რომ ჯანმრთელობის პრობლემები წლებია აწუხებს, რის გამოც გადაადგილება უჭირს და ვეღარ მუშაობს.

მოქალაქე განმარტავს, რომ დახმარებისათვის არაერთ კლინიკას მიმართა, თუმცა უშედეგოდ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი