რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის მახლობლად უკრაინელი მესაზღვრეები დახოცეს - იუწყება უკრაინის სასაზღვრო დეპარტამენტი.
სიენენის ინფორმაციით, რუსულმა მხარემ ხარკოვში ბარაბაშოვას გიგანტური ბაზარი დაბომბა, რამაც ხანძრები გამოიწვია. ის ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ბაზარია, რომელიც 300 000 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს.