თბილისში, ვაკეში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე ერთ-ერთ კაფეში ინტერვიუს ჩაწერისას, ტელეკომპანია "ფორმულას" გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას "ფორმულა" ავრცელებს.
როგორც ფორმულას რეპორტიორი, ნანო ჩაკვეტაძე ყვება, ისინი კაფესთან შეთანხმებულად წერდნენ რესპონდენტს, რა დროსაც ერთ-ერთმა იქ მყოფმა სტუმარმა "ფორმულას" თანამშრომლის მიმართ აგრესია გამოხატა.
მათივე ინფორმაციით, თავდამსხმელმა გაღიზიანება მას შემდეგ გამოხატა, რაც გაიგო, რომ გადამღები ჯგუფი "ფორმულადან" იყო. ნაცემია ფორმულას 2 ოპერატორი, ფიზიკური დაზიანებები აქვს ჟურნალისტ ნანო ჩაკვეტაძესაც.