„მაშინ როცა ასეთი რთული პროცესები მიმდინარეობს რეგიონში, ფართომასშტაბიანი ომია უკრაინაში, მე მიმაჩნდა, მთავრობის თითოეულ წევრს მიაჩნდა და მიაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტი უნდა ყოფილიყო და უნდა იყოს ქვეყანაში - ეს იყო ჩვენი მთავარი არგუმენტი და მოტივაცია იმისა, რომ უარი გვეთქვა მის ვიზიტზე“, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტი ვალდებულია ყველა მსგავსი საკითხი მთავრობასთან შეათანხმოს.
"საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტი და აღასრულებს, განახორიცლებს საქართველოს მთავრობა, შესაბამისად, პრეზიდენტის ნებისმიერი შეხვედრა, ვიზიტი უნდა თანხმდებოდეს კონსტიტუციის მიხედვით საქართველოს მთავრობასთან. აქ ყველაფერი ნათელია და კითხვები აღარ არსებობს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.