ქართველი ექიმები ცხელ წერტილში

15 მარტი 2022, 11:01 3176 ნახვა

20 დღეა უკრაინაში საომარი მოქმედებები გრძელდება, განგაშის  ზარები ისმის და დაძაბული ვითარებაა  დედაქალაქშიც.

კიევში  ექიმები  საგანგებო  რეჟიმში  მუშაობენ და კლინიკებს არ ტოვებენ. მათ შორის არიან ქართველი მედიკოსებიც, რომლებიც საომარი მოქმედებების პარალელურად უკრაინაში რჩებიან და  დახმარებასაც უწევენ დაჭრილებს და საომარი მოქმედებების შედეგად დაშავებულებს. ლექსო ბიწაძე გვიყვება, რომ  მათი უმეტესობა მშვიდობიანი  მოსახლეობაა.

ოპერაციების გაკეთება ექიმებს ხშირად განგაშის  ხმის  ფონზე  უწევთ, მომატებული საფრთხისას კი უსაფრთხოების მიზნით პაციენტების ნაწილი კლინიკების ბუნკერებშიც გადაჰყავთ.   

ცხელ წერტილში მომუშავე ქართველმა ექიმებმა ოჯახები უკრაინის  შედარებით უსაფრთხო მხარეში გადაიყვანეს, თავად კი უკან კლინიკებში დაბრუნდნენ. რუსული აგრესიის ერთ-ერთი მთავარი  სამიზნე საცხოვრებელი სახლები, საავადმყოფოები, სკოლები და სამოქალაქო დანიშნულების ობიექტებია.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი