პრეზიდენტს დღეს ძალიან მკაფიო და ძლიერი გზავნილი ჰქონდა - კელი დეგნანი

14 მარტი 2022, 19:49 1423 ნახვა

პრეზიდენტს დღეს ძალიან მკაფიო, ძლიერი გზავნილი ჰქონდა, ვფიქრობ, მისი გამოსვლა მართლაც შესანიშნავი იყო,- ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წლიური ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.

"პრეზიდენტს დღეს ძალიან მკაფიო, ძლიერი გზავნილი ჰქონდა. ვფიქრობ, მისი გამოსვლა მართლაც შესანიშნავი იყო, რადგან ხაზი გაუსვა ახლა ერთიანობის მნიშვნელობას – საქართველოს ხელისუფლებაში ერთიანობას, ოპოზიციისა და მმართველი პარტიის ერთიანობას, ქართველი ხალხის ერთიანობას, რომელმაც ასეთი თბილი და გულუხვი მხარდაჭერა გამოხატა უკრაინელი ხალხის მიმართ.

საქართველომ მსგავსი ტრაგედია არც ისე დიდი ხნის წინ განიცადა, რომლისგან დატოვებული ნაიარევი და ჭრილობები ჯერ ისევ ძალიან ახალია ქართველებისთვის. ჩვენ ვნახეთ ქართველი ხალხის გულუხვი მხარდაჭერა უკრაინელების მიმართ და პრეზიდენტის გამოსვლა ზუსტად ამას ასახავდა. მისი სიტყვა ასევე მიმართული იყო ამ რეგიონში სტაბილურობისკენ, რომელიც მიიღწევა კომპრომისით, დიალოგით, თანამშრომლობით და ერთმანეთის მოსმენით. მან ძალიან სწორად თქვა - ძალა ერთობაშია“,- განაცხადა კელი დეგნანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი