ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების პარალელურად აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა - "ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივის“ პროგრამის ფარგლებში აქტიურად დაიწყო ინტეგრირებული სკრინინგის ჩატარება სხვადასხვა ჯგუფში. პროგრამა ტუბერკულოზის, აივ ინფექცია/შიდსის და C ჰეპატიტის კვლევას მოიცავს, წელს სკრინინგს COVID-19-ის ტესტირება დაემატა. დღეს გამოკვლევები ბათუმის N23 და N24 საბავშვო ბაღის პერსონალს ჩაუტარდა. პროგრამის ფარგლებში კვლევა უკვე ჩაუტარდა 27 133 ბენეფიციარს. სკრინინგის შედეგად გამოვლენილი საეჭვო შემთხვევები: C ჰეპატიტზე დადებითი -195, აივ ინფექცია/შიდსზე - 4, ტუბერკულოზზე - 17.