ჩამონგრეული კორპუსის საქმე - ბრალდების მხარის მოწმეებს უსმენენ

14 მარტი 2022, 18:43 1042 ნახვა

მოწმის სახით დაიკითხა იმ კომპანიის წარმომადგენელი, რომელმაც  26 მაისის ქუჩის 13 ნომერში ლიფტი დაამონტაჟა.  მურმან კეკელიძის ინფორმაციით ლიფტი სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე და მერიის შესაბამისი ნებართვის საფუძველზე 2020 წელს დამონტაჟდა, თუმცა მოწმემ არ იცოდა რა ტიპის ნებართვა გასცა მერიამ, ამ საკითხს ამხანაგობის თავმჯდომარე კურირებდა. პროკურორს კითხვები ჰქონდა როგორ  და რა პირობებში მოხდა მონტაჟი, რა სიმძიმის იყო ლიფტი. მოწმის ინფორმაციით, ის აკონტროლებდა სამუშაოების მიმდინარეობას და დაზიანებები შენობაზე არ შეუმჩნევია არც მონტაჟის შემდეგ.მისივე განცხადებით,  მონტაჟზე პასუხისმგებლები  უშუალოდ მემონტაჟეები იყვნენ, ისინი  ფლობდნენ   სათანადო ცოდნა, თუმცა ჰქონდათ თუ არა შესაბამისი სერთიფიკატები,  მურმან კეკელიძემ არ იცის. მან ასევე არ იცოდა ექსპერტიზა ჩაუტარდა თუ არა მათ მიერ ჩატარებულ სამუშაოებს და ექსპლუატაციაში მიიღო თუ არა სახელმწიფომ ლიფტი.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი