უკრაინის ომი "რუსოფობიის" "მოსახერხებელი საბაბია". ეს მოსაზრება ცნობილ ბრაზილიელ მწერალს, პაულო კოელიოს ეკუთვნის. მან ამის შესახებ „ტვიტერზე“ დაწერა.
კოელიომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს "კრიზისი" უწოდა და ითხოვა, ,რომ ამაში "ჩვეულებრივი ხალხი" არ დაედანაშაულებინათ..
„უკრაინის კრიზისი რუსოფობიის მოხერხებული საბაბია“, - წერს კოელიო.
მწერლის ამ პოზიციამ უკრაინელები გააღიზიანა.
„კოელიო, გაჰყევი რუსულ სამხედრო გემს...“ - უწერენ მწერალს კომენტარებში