უკრიანელი ხალხისთვის ჰუმიტარული დახმარების შეგროვება გრძელდება. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, დღეს და ხვალ დამატებით 100 ტონაზე მეტი ტვირთი გაიგზავნება უკრაინაში.
ჰუმანიტარული დახმარება ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში შეგროვდა.ეს ძირითადად არამალფუჭებადი პროდუქტია, ასევე პირველადი მოხმარების ნივთები და მედიკამეტები.
უკრაინის დასახმარებლად ჰუმანიტარულ აქციაში სახელმწიფო უწყებებთან ერთად აქტიურად იყო ჩართული კერძო და სამოქალაქო სექტორი.