Pink Floyd-ის მხარდაჭერა უკრაინას - ჯგუფის ყველა ჩანაწერი რუსეთიდან და ბელარუსიდან ამოღებულია

12 მარტი 2022, 13:22 1038 ნახვა

უკრაინაში რუსეთის შეჭრა დაგმო მსოფლიოში ცნობილმა როკ-ჯგუფმა, Pink Floyd-მა.

განვითარებული მოვლენების გამო, მუსიკალური ჯგუფის და დევიდ გილმორის ყველა ჩანაწერი რუსეთისა და ბელარუსის ციფრული მუსიკის პროვაიდერებიდან ამოღებულია.

"ვდგავართ მსოფლიოს გვერდით და მკაცრად ვგმობთ რუსეთის შეჭრას უკრაინაში. Pink Floyd-ის მუსიკა 1987 წლიდან და დევიდ გილმორის ყველა სოლო ჩანაწერი დღეიდან ამოღებულია ყველა ციფრული მუსიკის პროვაიდერიდან რუსეთსა და ბელარუსში," - წერს ჯგუფი twitter-ის გვერდზე. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში