ეს გენოციდია, რომელიც მოაწყო რუსულმა არმიამ - მარიუპოლის მერი

11 მარტი 2022, 13:33 1239 ნახვა

მარიუპოლის მერი ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ ქალაქში კატასტროფული ვითარებაა და რუსი სამხედროები ყოველ ნახევარ საათში სროლას იწყებენ.

ვადიმ ბოიჩენკო ამბობს, რომ ოკუპანტები საცხოვრებელ სახლებს ესვრიან.

"მე-15 დღეა მიმდინარეობს ცინიკური და გამანადგურებელი ომი კაცობრიობის წინააღმდეგ. ჯოჯოხეთის, არმაგედონის ორი დღე, რომელიც მოგვიწყო რუსულ-ფაშისტურმა არმიამ. ისინი ცინიკურად ისვრიან აკრძალული იარაღებიდან საცხოვრებლების მიმართულებით. დღეს მათ ცინიკურად დაცხრილეს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

კლავენ მოხუცებს, ქალებს, ბავშვებს. ესაა რუსული არმიის დიდებულება? ეს ცინიზმია. ეს გენოციდია, რომელიც მოაწყო რუსულმა არმიამ ტერორისტი პუტინის ხელმძღვანელობით.

400 000 მარიუპოლის მცხოვრები ტყვედ ყავს რუსეთს, ისინი ყოველდღე იმედით ელოდება ჰუმანიტარულ დერეფანს, რომელიც ოკუპირებულ ქალაქამდე ვერ აღწევს. ეს არის ცინიზმის უმაღლესი დონე რუსეთის ფედერაციის მხრიდან. ისინი აწარმოებენ გამანადგურებელ ომს", - ამბობს ქალაქის მერი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი