საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის თანამშრომლობა განიხილეს შალვა პაპუაშვილმა და საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ელჩმა.
მხარეებმა ისაუბრეს უკრაინის წინააღმდეგ რუსულ აგრესიასა და რეგიონში არსებულ გარემოზე უსაფრთხოების კუთხით.
შვეიცარიის ელჩმა საქართველოს პარლამენტის გაძლიერების პროცესში ჩართულობისა და მხარდაჭერის სურვილი გამოთქვა.
წელს საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილე აღინიშნება.