შაქრის დეფიციტის მოლოდინი

09 მარტი 2022, 20:15 1795 ნახვა

უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე, საქართველოში პროდუქტებზე მოთხოვნა გაიზარდა. მოქალაქეები პირველადი მოხმარების პროდუქტებს იმარაგებენ. ზეთი, ფქვილი, მარილი და შაქარი - ძირითადად  უკრაინიდან და რუსეთიდან შემოდის. შეიქმნება თუ არა შაქრის დეფიციტი ქართულ ბაზარზე?  ამის პროგნოზი ჯერ რთულია, თუმცა ზოგიერთ მაღაზიაში დახლები ცარიელი, სადაც უკვე აღარ აქვთ გასაყიდი შაქარი, იქ კი სადაც ჯერ კიდევ შემორჩათ, თავლშისაცემია რიგები. მოქალაქეები ერთდროულად რამდენიმე  კილოგრამ შაქარს ყიდულობენ, პროდუქტის შესაძლო დეფიციტს კი რუსეთ-უკრაინის ომით ხსნიან. ვირდე გაირკვევა გახდება თუ არა დეფიციტური შაქარი, მანამდე პროდუქტი უკვე  გაძვირდა.  მსხვილ, ქსელურ მარკეტებში აცხადებენ, რომ  შაქრის  მარაგი აქვთ. თუმცა არ მალავენ, რომ შესაძლოა ორდღიანი კრიზისი მაინც შეექმნათ.  მცირე სასურსათო მაღაზიის  მფლობელები კი   უკმაყოფილებას გამოხატევენ და ამბობენ, რომ კომპანიები, რომლებსაც ქვეყანაში შაქარი შემოაქვთ, ასევე საწყობები, საიდანაც ისინი მარაგდებიან, უკვე სარგებლობენ არსებული ვითარებით და ერთ ტომარა შაქარზე ფასი 20 ლარით გაზარდეს.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში