უკრაინა ხორბლის, შაქრის, ხორცის და სხვა ძირითადი პროდუქტების ექსპორტს აკრძალავს

09 მარტი 2022, 16:17 3833 ნახვა

უკრაინის მთავრობამ ჭვავის, ქერის, წიწიბურას, ფეტვის, შაქრის, მარილისა და ხორცის ექსპორტი მიმდინარე წლის ბოლომდე აკრძალა. ამის შესახებ დადგენილება უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო. 

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტებისა აიკრძალება შვრიის, ფეტვის, წიწიბურის, ასევე, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და მისი ქვეპროდუქტების ექსპორტი.

უკრაინა აცხადებს, რომ ეს ზომები ქვეყანაში ჰუმანიტარული კრიზისის თავიდან აცილების მიზნით მიიღეს.

მსოფლიოში ხორბლის ფასი უკვე გაიზარდა.

ევროკომისიის მონაცემებით, უკრაინა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი