თქვენ შეგიძლიათ თავის გადარჩენა, გადით ჩვენი სახლებიდან - ზელენსკი რუს სამხედროებს

09 მარტი 2022, 14:47 849 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მოუწოდა რუსი ოკუპანტის ჯარისკაცებს, დაასრულონ ომი და დაბრუნდნენ სახლში, რადგან უკრაინელი ხალხი ბოლომდე იბრძოლებს. 

"ჩვენმა თითქმის ორ კვირიანმა წინააღმდეგობამ აჩვენა, რომ ჩვენ არ დავნებდებით. რომ ჩვენ ვიბრძოლებთ მანამ, სანამ არ დავიბრუნებთ ჩვენს მიწას და სანამ არ გავცემთ პასუხს ჩვენი დახოცილი ხალხის გამო. გარდაცვლილი ბავშვებისთვის.

თქვენ კვლავ შეგიძლიათ გადარჩენა. თუ უბრალოდ წახვალ.

არ დაუჯეროთ თქვენს მეთაურებს, როცა გეუბნებიან, რომ უკრაინაში ჯერ კიდევ გაქვთ შანსი.

აქ არაფერი გელოდებათ. გარდა ტყვეობისა თუ სიკვდილისა, თქვენ იღებთ ჩვენს სიცოცხლეს და აძლევთ თქვენსას"- განაცხადა ზელენსკიმ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი