დიდი ბრიტანეთი 2022 წლის ბოლომდე რუსული ნავთობის იმპორტს აკრძალავს

08 მარტი 2022, 21:23 1942 ნახვა

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტის 2022 წლის ბოლომდე ეტაპობრივად შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო,  - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა  "Twitter"-ზე დაწერა.

"უკრაინაში უკანონო შეჭრის შემდეგ პუტინის რეჟიმისთვის მორიგი ეკონომიკური დარტყმის მისაყენებლად გაერთიანებული სამეფო მიმდინარე წლის განვალობაში სრულად ჩამოშორდეება რუსულ ნავთობზე დამოკიდებულებას. ეს ჩვენი საერთაშორისო ეკონომიკური სანქციების მკაცრი პაკეტის საფუძველზე მოხდება", - წერს ბორის ჯონსონი.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი