ახალ ბულვარში პრომინადი ჩაინგრა და მძიმე ტექნიკა ჩავარდა

08 მარტი 2022, 14:27 6286 ნახვა

ბათუმის ახალ ბულვარის სანაპიროზე  პრომინადის ნაწილი  იმ დროს ჩაინგრა, როცა ბათუმის წყლის ტექნიკა ადგილზე მუშაობდა.  ტრაქტორს ზღვაში შემავალი სანიაღვრე უნდა გაეწმინდა.  შემთხვევის შედეგად არავინ დაშვებულა. მძღოლმა გადმოსვლა მოახერხა. 

ბათუმის წყლის გენერალური დირექტორის ინფორმაციით, ელოდებიან დამატებით სპეციალურ ტექნიკას, რომელიც სანაპიროზე ჩავარდნილ ტრაქტორს ამოიყვანს.

ბულვარის სანაპირო  შტორმის შედეგად დაზიანებულია. სპეციალისტების დასკვნის მოლოდინშია  ბათუმის მერია.  უამინდობა აჭარაში მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება. 

ხვალ ზღვაზე 4-ბალიანი შტორმია გამოცხადებული.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი